მიხეილ ჯანელიძემ ლიბიაში ქართველი მეზღვაურების საკონსულო დაცვისთვის უნგრელ კოლეგას ​მადლობა გადაუხადა
მიხეილ ჯანელიძემ ლიბიაში ქართველი მეზღვაურების საკონსულო დაცვისთვის უნგრელ კოლეგას ​მადლობა გადაუხადა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამართა უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს ტელეფონით ესაუბრა და ლიბიაში ქართველი მეზღვაურების საკონსულო დაცვისთვის მადლობა გადაუხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ პიტერ სიიარტოს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის გამარჯვება მიულოცა. მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის იმ მტკიცე პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა.

მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ლიბიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისთვის და აღნიშნა უნგრეთის მხარის აქტიური მხარდაჭერა და ჩართულობა ამ მიმართულებით.

საუბრის დასასრულს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პიტერ სიიარტოს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის.​

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე 29 აპრილს გაათავისუფლეს.