მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთის რესპუბლიკაში ავღანეთთან დაკავშირებულ მეშვიდე რეგიონულ ეკონომიკურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთის რესპუბლიკაში ავღანეთთან დაკავშირებულ მეშვიდე რეგიონულ ეკონომიკურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთთან დაკავშირებულ მეშვიდე რეგიონულ ეკონომიკურ კონფერენციაში, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო-სატრანსპორტო შეთანხმების გაფორმება, რომელიც „ლაპის ლაზურის“ სახელით არის ცნობილი.

ლაპის ლაზულის“ მარშრუტის  პროექტი ითვალისწინებს ხელმომწერ ქვეყნებს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერობების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში ტვირთისა და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების ჰარმონიზაციას და გამარტივებას და ა.შ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებით, საქართველო ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის მონაწილე ხდება.

აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში მიხელ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან.