მიხეილ ჯანელიძე - სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე დარტყმა სათანადო და საჭირო პასუხია
მიხეილ ჯანელიძე - სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე დარტყმა სათანადო და საჭირო პასუხია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს „სათანადო და საჭირო” უწოდა. მიხეილ ჯანელიძე განცხადებას Twitter-ით ავრცელებს.

„აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე, არის სათანადო და საჭირო პასუხი სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე. ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სირიაზე სარაკეტო იეირიში აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დღეს გამთენიისას განახორციელეს.