მიხეილ ჯანელიძე – საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას

20:57, 14.03.2018

საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მკაცრად ვგმობთ ნერვულ-პარალიზებადი ნივთიერების გამოყენებით სოლსბერიში მომხდარ თავდასხმას.

საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, გაერთიანებულ სამეფოს სიმართლის დადგენის საქმეში“, – წერს მიხეილ ჯანელიძე „ტვიტერში“.

სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.

მსგავსი