მიხეილ ჯანელიძე - რეგიონში საქართველო წარმოადგენს ჰაბს და საუკეთესო ადგილია  ამერიკული ბიზნესისთვის 
მიხეილ ჯანელიძე - რეგიონში საქართველო წარმოადგენს ჰაბს და საუკეთესო ადგილია  ამერიკული ბიზნესისთვის 

ამერიკის როლი ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, მათი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მათი ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირების პროცესში უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვეს მიტჩელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვეს მიჩელმა განაცხადა, ვეს მიჩელი საქართველოს დიდი მეგობარია და მნიშვნელოვანია, რომ ის საქართველოს ამ სტატუსით ესტუმრა.

„ჩვენ ძალიან მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ჩვენ ურთიერთობებისთვის უკვე ძალიან კარგი ბაზა გვაქვს შექმნილი, რათა შემდეგში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ. იქნება ეს ეკონომიკა, უსაფრთხოება, თავდაცვა თუ სხვა მიმართულებები. რეფორმების პროცესში ამერიკის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. გამოითქვა მზაობა, რომ ყველა ამ მიმართულებით მხარდაჭერა გაგრძელდება.ამერიკის როლი ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, მათი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მათი ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირების პროცესში უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეწვია საქართველოს ბრიუსელის ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ, ეს ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.

„გავაგრძელებთ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ამერიკის ეკონომიკური ინტერესი. რეგიონში საქართველო წარმოადგენს ჰაბს და ჩვენ ვართ საუკეთესო ადგილი ამერიკული ბიზნესისთვის, რათა განსაზღვრონ რეგიონში მათი ეკონომიკური და ბიზნესის აქტივობა. ასევე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროატლანტიკური მისწრაფებების და უსაფრთხოების მიმართულებით”, – განაცხადა ჯანელიძემ.