მიხეილ ჯანელიძე - პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან კონკრეტული, კონკრეტული გზავნილებით
მიხეილ ჯანელიძე - პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან კონკრეტული, კონკრეტული გზავნილებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იყო ძალიან კონკრეტული, კონკრეტული გზავნილებით,  – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ადრეც განაცხადა ჟენევის დისკუსიებში პირადად ჩართვის მზაობასთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, რომ მოლაპარაკებები იმართება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. პრემიერ-მინისტრის მხრიდან ადრეც იქნა გაჟღერებული ეს საკითხი და მისი მზაობა, რომ პირადად ჩაერთოს აღნიშნულ ფორმატში, რათა მოძებნილ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები და კონფლიქტის დარეგულირების გზები.

პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან კონკრეტული, კონკრეტული გზავნილებით და კონკრეტულ ფორმატებთან დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთის ფედერაცია უპასუხებს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, რათა კონსტრუქციულად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მოძებნილ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.