მიხეილ ჯანელიძე - პრაქტიკულ ინსტრუმენტებს აქვთ დიდი მნიშვნელობა საბოლოო მიზნის განხორციელებისთვის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას.

ველოდებით ყველა საფეხურის გავლას, რათა ეს მოხდეს.

პირველმა არხმა ჯანელიძეს მიმართა კითხვით, რა შეიძლება იგულისხმებოდეს „ყველა საფეხურის გავლაში“.

„მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც საქართველო მიჰყავს წევრობისკენ და აახლოებს ამ მიზანთან. ამას ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ნატო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერით და მათ შორის აშშ-ს აქტიური დახმარებითა და მხარდაჭერით, წარმატებით ვახორციელებთ ამ ინსტრუმენტების იმპლემენტაციას. პრაქტიკული ინსტრუმენტების იმპლემენტაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი საბოლოო მიზნის განხორციელებისთვის“,- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა პირველ არხთან ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა.

ტილერსონმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.

აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას. ველოდებით ყველა საფეხურის გავლას, რათა ეს მოხდეს“, – აღნიშნა რექს ტილერსონმა ვენაში, პირველ არხთან ექსკლუზიურ კომენტარში.