მიხეილ ჯანელიძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო ოლქების გახსნა ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას ეწინააღმდეგება 
მიხეილ ჯანელიძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო ოლქების გახსნა ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას ეწინააღმდეგება 

ვგმობთ საარჩევნო ოლქების გახსნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას გამოეხმაურა.

„საარჩევნო ოლქების გახსნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არალეგიტიმურ ქმედებებს, რაც არის ოკუპაციის შედეგი ჩვენი ტერიტორიების და ამაზე საერთაშორისო საზოგადოებამ გააკეთოს შესაბამისი შეფასება“,- განაცხადა მინისტრმა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს რვა კანდიდატი იყრის. ცესკოს მონაცემებით, მოსკოვის დროით 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 51,9%-ს შეადგენდა.