მიხეილ ჯანელიძე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო საქმიანობას აჯამებს
მიხეილ ჯანელიძე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო საქმიანობას აჯამებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო საქმიანობას აჯამებს.

მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. გამოსვლაში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებაში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე.

ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ წარადგინა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე “გზამკვლევი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ” პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.