მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ნატო-საქართველოს კომისიის დაწყებამდე მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა,  შედგა არაჩვეულებრივი შეხვედრა და იენს სტოლტენბერგთან საქართველოს მიერ მიღწეულ იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ ნატო-ს წევრი ქვეყნების დახმარებით მიაღწია.

”მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის. ერთად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვამაყობთ, რომ შეგვაქვს წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და კვლავაც გავაგრძელებთ წვლილის შეტანას”,  – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც შეხვედრაზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას.

„მე გამოვხატე ჩემი და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ ჩემი და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის და საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარადჭერას, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მივესალმებით რეფორმებს, რომელზეც საქართველოა ფოკუსირებული. საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს კანონის უზენაესობას და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობას. ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ რეფორმებს და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. ასევე მსურს აღვნიშნო. რომ საქართველო ნატო-ს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მონაწილეობს ნატო-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებში და ჩართულია ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო 900-მდე სამხედროთი, ერთერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას და მოუთმენლად ველი ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.