მიხეილ ჯანელიძე მუხთარლის განცხადებაზე – ეს არის სრული აბსურდი

12:37, 10.02.2018

ეს არის სრული აბსურდი, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოდან მის გატაცებაზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება.

„აბსოლუტურად მიუღებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის განცხადებები არასერიოზულია.

მსგავსი