მიხეილ ჯანელიძე მაიკ პომპეოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მაიკ პომპეოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. შესაბამისი განცხადება მიხეილ ჯანელიძემ „ტვიტერში“ გაავრცელა.
„ვულოცავ მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნად დამტკიცებას. ველით თანამშრომლობას აშშ-საქართველოს კავშირების ახალ დონეზე ასაყვანად” – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მილოცვის ტექსტში.
აშშ-ის სენატმა მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. მის დანიშვნას სენატის 57 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 42 სენატორმა მისცა ხმა.
Congratulations to Mike Pompeo on confirmation as Secretary of State. Look forward to work together for taking US-Georgian ties to a new level. @StateDept
— Mikheil Janelidze (@JanelidzeMkh) April 26, 2018