მიხეილ ჯანელიძე - გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციამ რეკორდული რაოდენობის ხმები მიიღო
მიხეილ ჯანელიძე - გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციამ რეკორდული რაოდენობის ხმები მიიღო

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების შესახებ საქართველოს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს შესახებ რეზოლუციამ რეკორდული რაოდენობა – 81 ხმა მიიღო.

„რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ. 81-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა საქართველოს რეზოლუციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების შესახებ“, – წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.