მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებული ვარ, ნატო-ს სამიტზე შესაბამისად აღიარებენ საქართველოს პროგრესს
მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებული ვარ, ნატო-ს სამიტზე შესაბამისად აღიარებენ საქართველოს პროგრესს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტზე ალიანსის წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესი შესაბამისად დაფიქსირდება.

„მოლოდინია იმის, რომ ნატო-ში წევრობის გზაზე პროგრესი დაფიქსირდება შესაბამისად. საქართველო იქნება აქტიურად წარმოდგენილი ფორმატებში და ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ ეფექტურად. ეს უნდა აისახოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე და ამის მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ნატო-ს ქვეყნებთან.

„დარწმუნებული ვარ, რომ სამიტზე შესაბამისად აღიარებენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების კუთხით“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.