მიხეილ ჯანელიძე - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ
მიხეილ ჯანელიძე - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯენლიძემ განუცხადა.

მისი განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მან გაერო-ს შესაბამის მაღალი დონის სეგმენტზე ისაუბრა.

„ასევე, გვქონდა პარალელური სესია, სადაც მონაწილეობა მიიღო გაერო-ს მრავალმა წევრმა და გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, გამოხატეს მტკიცე პოზიცია რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგოდ. ასევე ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, როგორც პარლამენტთან, ასევე კომისიასთან, საბჭოსთან და წევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაფიქსირდეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოზიციები და იყოს მხარდაჭერა ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან. მიმდინარეობს მუშაობა აშშ-სთან, ჩვენი საელჩოებისა და მთავრობის წევრების ჩართულობით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.