მიხეილ ჯანელიძე - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე მუშაობა გრძელდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან მუშაობა გრძელდება.
„სამწუხაროდ არა გვაქვს თარიღი თუ როდის მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ ვაგრძელებთ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარებთან ერთად მუშაობას, რათა ეს პროცესი მალე დასრულდეს, გახდეს შესაძლებელი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიება და შემდგომი რეაგირება”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.