მიხეილ გიორგაძე - თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ მომავალ თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას
მიხეილ გიორგაძე - თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ მომავალ თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას

სპორტის ხელმისაწვდომობა, მასობრივი სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და პოპულარიზაცია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა მთავრობის, პარლამენტის წევრებისა და თბილისის მერის შეხვედრა. უკვე დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც გულისხმობს დაჩქარებულ ტემპში „სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის“ შემუშავებას. ასევე, ძალიან სწრაფად უნდა შევიმუშავოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები, რათა წინასწარ განვსაზღვროთ და დავგეგმოთ, რა ტიპის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ბუნებრივია, ახალი ინფრასტრუქტურა თავისი შინაარსობრივი და გეოგრაფიული განლაგებით ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. უაღრესად მნიშვნელოვანია, ამ პროცესში მთლიანად საზოგადოების ჩართულობა. მოვუწოდებთ კერძო სექტორს, ცნობილ სპორტსმენებს, ხელოვნებისა თუ სხვა დარგების წარმომადგენლებს, ჩაებან ამ მნიშვნელოვან საქმეში. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ მომავალ თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას”, – განაცხდა ჯანელიძემ.

პარალელურად, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, ხვალიდან იწყება საჯარო კონსულტაციები რეგიონებში „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ საქართველოს კანონის შემუშავებასთნ დაკავშირებით.

პროცესი ღიაა და მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარესა და მიზნობრივ ჯგუფებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პირველი საჯარო კონსულტაცია კახეთის რეგიონში, თელავში 16 მაისს გაიმართება. საჯარო კონსულტაციები „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიასთან“ დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე დასრულდება.

რაც შეეხება არსებული სპორტული ინფრასტრუქტურისა და საჭიროებების შეფასებას, პროცესი ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც მომზადდება დროში გაწერილი სამუშაო გეგმა.