მიხეილ გიორგაძე სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში ისევ ხელოვნურ კომაში იმყოფება

11:30, 27.11.2018

მიხეილ გიორგაძე სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში ისევ ხელოვნურ კომაში იმყოფება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მკურნალობას სტამბოლში, ამერიკულ ჰოსპიტალში განაგრძობს.

პირველ არხს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, რომ მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მათივე ცნობით, გიორგაძე მედიკოსებს ხელოვნურად ჰყავთ გათიშული, რადგან ფილტვების მდგომარეობა რთულია და საჭიროა მისი ფუნქცია აღდგეს.

მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან, სამკურნალოდ თურქეთში 21 ნოემბერს გადაიყვანეს. გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მსგავსი