მიხეილ გიორგაძე - რა ფორმატით და სტრუქტურით ჩამოყალიბდება მცირე მთავრობის კონცეფცია, ცოტა ხანში გამოჩნდება
მიხეილ გიორგაძე - რა ფორმატით და სტრუქტურით ჩამოყალიბდება მცირე მთავრობის კონცეფცია, ცოტა ხანში გამოჩნდება

როგორც იცით, ზოგადად სამინისტროების ოპტიმიზაციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, ამიტომ წინასწარ რამის თქმა ალბათ არასწორი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ გიორგაძემ პარლამენტის კულტურისა და განათლების გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, კონსულტაციების დასრულების შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდება.

„კონსულტაციები მიმდინარეობს, რა ფორმატით და რა სტრუქტურით ჩამოყალიბდება მომავალი მთავრობა, რომელიც მცირე მთავრობის კონცეფციით არის ცნობილი, ცოტა ხანში გამოჩნდება. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას მომავალ მთავრობაში, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი გადასაწყვეტია განახლებულ მთავრობაში ვინ იქნება. დღეს წარსადგენ პროგრამაში პრიორიტეტები პრაქტიკულად არ იცვლება დღევანდელი სიტუაციისა და გარემოსთან მიმართებაში. ბუნებრივია, ზოგ მიმართულებას მეტი ყურადღება ექცევა ეს არის სასპორტო და სახელოვნებო მიმართულებები, ეს არის ტრადიციულად კულტურული მემკვიდრეობა, ეს არის მასობრივი სპორტის განვითარება და სპორტის ხელმისაწვდომობა, ამიტომ რადიკალური ცვლილებები პრიორიტეტებში არ არის”, – განაცხადა გიორგაძემ.