მიხეილ გიორგაძე - ნებისმიერი მოქალაქის დაღუპვა ტრაგედიაა, თუმცა ყველას გვესმის, რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას საქართველო
მიხეილ გიორგაძე - ნებისმიერი მოქალაქის დაღუპვა ტრაგედიაა, თუმცა ყველას გვესმის, რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას საქართველო

რთულ ემოციურ ფონზე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დაღუპვა დიდი ტრაგედიაა, თუმცა, როგორც გიორგაძე აღნიშნავს, ყველას კარგად ესმის, თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით.

„შეფასებები, ვფიქრობ ასეთ ძალიან რთულ ემოციურ ფონზე, არ უნდა გაკეთდეს, მით უმეტეს პოლიტიზება არ უნდა მოხდეს ამ საკითხის. გამოძიების დასრულებამდე ყველანაირი ასეთი შეფასებისგან თავი უნდა შევიკავოთ, იმიტომ რომ ემოციური ფონი ძალიან მძიმეა.

ეს აბსოლუტურად გასაგებია წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ გამოძიება ძალიან სწრაფად, ეფექტურად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, ჩვენ მაინც ამ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ”, – მიხეილ გიორგაძემ.