მიხეილ გიორგაძე - მწერლებმა მანანა ბერიკაშვილის ემოციური გადაწყვეტილების საფუძველზე გააკეთეს განცხადება
მიხეილ გიორგაძე - მწერლებმა მანანა ბერიკაშვილის ემოციური გადაწყვეტილების საფუძველზე გააკეთეს განცხადება

მანანა ბერიკაშვილის გასვლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტიდან, წარმოუდგენელია, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მწერლებთან, მთარგმნელებთან და გამომცემლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის გადაწყვეტილება, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამაზდებელი პროექტიდან გასვლასთან დაკავშირებით, ემოციურ ფონზე იყო მიღებული.

“ყველაზე მთავარია ამ მომენტისთვის, რომ ჭორებს და ბრალდებებს დაესვას წერილი. გაირკვა, რომ საქმე ისე არ არის, როგორც აგორდა სოციალურ მედიაში. შევთანხმდით, რომ ორშბათს კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ ყველა მხარის მოვალეობებს ამ პროექტში, რომ არ იყოს სხვადასხვა ინტერპრეტაციები. არ შემძლია ჩემი წუხილი არ გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის ვითარებაში ჩაუხედავად აკეთებენ განცხადებებეს და ბრალდებებს აყენებს ფანსტასტიკის დონიდან. ქალბატონ მანანას  გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული. უსამართლო ბრალდებები გაისმა მის მიმართა. ორშაბათს, როცა კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ, წერტილი დაესმება ამ საკითხს.  მანანა ბერიკაშვილის გასვლა პროექტიდან წარმოუდგენელია, ის ბევრ მიმართულებაშია ჩართული. მწერლებმა ქალბატონი მანანას ემოციური განცხადების საფუძველზე გააკეთეს განცხადება. მოგვეცით დრო, რომ დავაზუსტოთ ორშაბათს ეს საკითხი. კონკრეტული შეთავაზება გავაკეთე, რომ მომავალში სეთი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ჯგუფი, რომელსაც ყოველდღიური წვდომა ექნება მზადების დეტალთან, რომ ინფორმაცია იყოს გამჭირვალე და ჭორები აღარ ვრცელდებოდეს”,- აღნიშნა გიორგაძემ.

სამინისტროში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ, დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამაზდებელ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს.