მიხეილ გიორგაძე - ე.წ. ჩაწყობილი თამაშების მიმართ ყოველთვის შეურიგებლები ვიქნებით
მიხეილ გიორგაძე - ე.წ. ჩაწყობილი თამაშების მიმართ ყოველთვის შეურიგებლები ვიქნებით

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების მიმართ ყოველთვის შეურიგებლები ვიქნებით, ასე გამოეხმაურა სპორტისა და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯებისა და მწვრთნელების დაკავებას.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია აქვს, თუმცა დამატებით დეტალებს საგამოძიებო უწყება გაახმაურებს.

„ჩაწყობილი თამაშები არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ჩვენ სეთ ფაქტებთან მიმართებაში ყოველთვის შეურიგებლები ვიქნებით” – აცხადებს მიხეილ გიორგაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი და ამავე კლუბის თანამფლობელი დააკავეს.