მიხეილ გიორგაძე – ჩვენი გუნდის წევრის მიმართ ბრალდებები და შეურაცხყოფა მიუღებელია

11:50, 15.12.2017

პირადად ჩემთვის მიუღებელია ასეთი ბრალდებები ჩვენი გუნდის წევრის მიმართ და მით უმეტეს, შეურაცხყოფა, რომელიც სხვადასხვა ეთერში მოვისმინეთ, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, იმაზე მეტის თქმა, რაც პრემიერმა ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, უბრალოდ შეუძლებელია.

„თუმცა როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს სრული უფლება და საშუალება, მიმართოს შესაბამის უწყებებს კითხვების შემთხვევაში და ამ უწყებებმა შესაბამისი დასკვნები უნდა დადონ. მე გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას, თუ-ზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომპანია “სიტროენ ჯორჯია“, რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის, სახელმწიფო შესყიდვებისსააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს.

მსგავსი