მიხეილ-გელა სალუაშვილი არჩევნებიდან ზურაბ ჯაფარიძის მოხსნას ითხოვს
მიხეილ-გელა სალუაშვილი არჩევნებიდან ზურაბ ჯაფარიძის მოხსნას ითხოვს

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ-გელა სალუაშვილი არჩევნებიდან ზურაბ ჯაფარიძის მოხსნას ითხოვს. შესაბამისი საკითხი მან უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დააყენა.

სალუაშვილი აცხადებს, რომ ცესკოს „გირჩის” კანდიდატის რეგისტრაციის უფლება არ ჰქონდა, რადგან პარტიამ 2017 წლის არჩევნებზე რეგისტრაცია ვერ გაიარა.

სალუაშვილის თქმით, უწყებათაშორისმა კომისიამ მისი ინიციატივა არ დააკმაყოფილა და ჩათვალა, რომ ეს საკითხი კომისიის კომპეტენციაში არ შედის.