ქართველი მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე „ჩელენჯ თასის“ გათამაშებაზე კლავ ლიდერთა შორისაა.
„ბორჯღალოსანი“ საკუთარ სტატისტიკურ მონაგარს ტურიდან ტურამდე აუმჯობესებს. 28 წლის „ენისეის“ მესამე ხაზელს ორ კომპონენტში საუკეთესო მაჩვენებლი აქვს. მას „ჩელენჯ თასის“ ოთხ მატჩში ბურთი 53-ჯერ აქვს წაღებული. ქართველ მორაგბე ასევე ლიდერობს ბოჭვების რაოდენობით, მას ჯამში 68 ბოჭვა დაუგროვდა. გაჩეჩილაძის ანგარიშზე ასევე 6 ოფლოუდია და მხოლოდ ორ მორაგბეს შარლ მალის და სტეფ ევანსს ჩამორჩება.
გაჩეჩილაძის ენისეი „ჩელენჯ თასზე“ პირველ ჯგუფში ასპარეზობს . რუსულ სარაბო კლუბს მიმდინარე გათამაშებაზე გამართულ ოთხ შეხვედრაში არც ერთი მოგება არ აქვს და 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.