მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია, გადაფარონ ყველაფერი, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებენ
მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია, გადაფარონ ყველაფერი, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებენ

„ქართული ოცნების“ ლიდერების ერთადერთი ამოცანაა, რომ ყველა, მათ შორის, გახარიაც, რომელშიც საფრთხეს ხედავენ, რადგან ავტორიტეტული ფიგურაა, „გაანაცონ“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის ერთადერთი ამოცანაა, რომ საზოგადოება ორ ნაწილად გახლიჩონ და ერთ მხარეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ დარჩეს,  მეორე მხარეს, თითქოს ყველას ომი უნდა.

„ამით ცდილობენ, ის დანაშაული გადაფარონ, რომელსაც თავად სჩადიან რუსეთისთვის სანქციებისთვის არიდების დახმარებით. თუ ვინმე რაიმეს გადატრიალებას აპირებს, ეს დანაშაულია, უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. კი არ უნდა გამოვიდნენ, იჭორაონ და სისულეები ილაპარაკონ, მაშინ საქმე გააკეთონ მაგ ნაწილში. არაადეკვატურია, რასაც ლაპარაკობენ. ერთადერთი მიზანია გადაფარონ ყველაფერი ის, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებენ, განსაკუთრებით, კვირის დასაწყისში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები“, – განაცხადა დაუშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო გადატრიალება, რის შემდეგაც, გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად მოდიოდა ხელისუფლებაში და ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით.

დატოვე კომენტარი