მიხეილ დაუშვილი – „ქართულ ოცნებას“ გიული ალასანია დასჭირდა, რომ გიორგი გახარიას ებრძოლოს და ამ მხრივ რაღაც ახალ მწვერვალებს იპყრობს
„ქართულ ოცნებას“ გიული ალასანია დასჭირდა, რომ გიორგი გახარიას ებრძოლოს და ამ მხრივ რაღაც ახალ მწვერვალებს იპყრობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, ფარული ჩანაწერებით სირბილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა იყო და ახლა „ქართული ოცნების“ ხელწერაც გახდა.
„ფარული ჩანაწერებით სირბილი ორივე მხარის ხელწერაა. ვიცოდით, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა იყო და, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელწერაც გახდა. არავითარი შინაარსობრივი ღირებულება არ გააჩნია. სჯობს, „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდეს, გიორგი გახარია „კოკაინშიკია“, ამერიკის აგენტია თუ რუსეთის აგენტი – როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გიული ალასანია დასჭირდა იმისთვის, რომ გიორგი გახარიას ებრძოლოს და ამ მხრივ რაღაც ახალ მწვერვალებს იპყრობს. ძნელია, სერიოზულად შეხედო და შეაფასო აღნიშნული ჩანაწერი და მისი შინაარსი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.