მიხეილ დაუშვილი - ნებისმიერი გამოხატვის ფორმა, რომელიც სცდება კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებს, მიუღებელია
მიხეილ დაუშვილი - ნებისმიერი გამოხატვის ფორმა, რომელიც სცდება კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებს, მიუღებელია

ნებისმიერი გამოხატვის ფორმა, რომელიც სცდება კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, თანმიმდევრული მეთოდებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„ყველას თავისი ხედვა აქვს, ვიღაც ასე ხედავს, ვიღაც სხვანაირად. რა თქმა უნდა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ყველაზე კარგად ბოლოს როდესაც გამოჩნდა, ეს იყო თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც არაერთ მსხვილ მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ ერთპიროვნული მმართველობა დაკარგა. თანმიმდევრულ მეთოდურ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ შეიცვლება. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღება და არა საუბარი იმაზე, რომ კონსტიტუციის ფარგლებს გავცდეთ. კიდევ ერთხელ იმასაც ცალსახად გეტყვით, რომ ნებისმიერ გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც ჩაჯდება კონსტიტუციის ფარგლებში, ჩვენ არ გამოვრიცხავთ“, – განაცხადა დაუშვილმა.

გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ბევრი ხალხი არის ნომერ პირველი ფაქტორი, რომელიც საბოლოო ჯამში, ცვლის ხელისუფლებას. „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.