მიხეილ დაუშვილი - კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლარიზაცია და ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება
მიხეილ დაუშვილი - კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლარიზაცია და ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება

სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლარიზაცია და ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

დაუშვილის თქმით, ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

„სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სტატუსი მივიღოთ. ამიტომ დღეს ქვეყანას ყველაზე ნაკლებად რაც სჭირდება, არის პოლარიზაცია, დამატებითი დაპირისპირება. პირიქით, ყველას მიზანი უნდა იყოს, პლატფორმების გამოყენებით, 12 პუნქტის შესრულება და, საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის „ქართული ოცნება“ მიუღებელია, მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსი, რადგან მთავრობები შეიცვლება და არ შეიძლება, კანდიდატის სტატუსი ხელიდან გავუშვათ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.