მიხეილ დაუშვილი - გიორგი მარგველაშვილი გაუგებარი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდის, პრეზიდენტი იყო, ძალაუფლება ჰქონდა და თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, გაეკეთებინა
მიხეილ დაუშვილი - გიორგი მარგველაშვილი გაუგებარი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდის, პრეზიდენტი იყო, ძალაუფლება ჰქონდა და თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, გაეკეთებინა

გიორგი მარგველაშვილის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი და თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, გაეკეთებინა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, მარგველაშვილი გაუგებარი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდის.

„რასაც ვხედავ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები სულ უფრო და უფრო არასერიოზული ხდება. ამ ადამიანს თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ძალაუფლება ხელში ჰქონდა და მაშინ გაეკეთებინა. ახლა გაუგებარი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდის და რთულია, უკვე ამას სერიოზული შეფასება მივცე“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, სასაუბროდ დაჯდომას არ აპირებს და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია მოიყვანა.