მიხეილ დაუშვილი - ჩვენი მიდგომა მარტივია, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ სისტემურ კოალიციაზე არ ვსაუბრობთ და არც განვიხილავთ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მისი გუნდი არ განიხილავს კოალიციას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“.
როგორც დაუშვილმა ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის თემაზე დასმულ კითხვაზე განაცხადა, სხვა პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტია, სად უნდათ მონაწილეობა.
„თუ ვინმეს სადმე მონაწილეობა უნდა, ეს მათი გადაწყვეტილება და მათი პოლიტიკური გზა არის. შესაბამისად, საკუთარ გზაზე თავად იციან, როგორ მოიქცევიან. ჩვენი მიდგომა მარტივია – არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც ორგანიზაცია „ოცნებასთან“ არავითარ სისტემურ კოალიციაზე არ ვსაუბრობთ და არც განვიხილავთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.