მიხეილ ჭკუასელი - მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა ჟურნალისტს, რომელიც დღეს აქტიურად მუშაობს, არის ყველაზე ცხელ წერტილში და ყველაზე ობიექტურად აწვდის მაყურებელს ინფორმაციას

მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა ჟურნალისტს, რომელიც დღეს აქტიურად მუშაობს, არის ყველაზე ცხელ წერტილში, ყველაზე საჭირო ადგილას და ყველაზე დაბალანსებულად, ობიექტურად გადასცემს ჩვენს მაყურებელს ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნეს პარტნიორის“ წამყვანმა, მიხეილ ჭკუასელმა განაცხადა.

„ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს მინდა შევეხო. მინდა, ჩემი და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, მეგობრები და თანაწამყვანები გაიზიარებენ ჩემს პოზიციას. მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა ჟურნალისტს, რომელიც დღეს აქტიურად მუშაობს, არის ყველაზე ცხელ წერტილში, ყველაზე საჭირო ადგილას და ყველაზე დაბალანსებულად, ობიექტურად გადასცემს ჩვენს მაყურებელს ინფორმაციას. მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა თანამშრომელს, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან სატელევიზიო არხზე მუშაობს და თითოეულ ჩვენგანს. ვფიქრობ, არ ქონია არც ერთი შემთხვევა, არც ერთი წუთი, არც ერთი გადაცემა არ ყოფილა, სადაც ჩვენ რაღაც გვიგრძვნია, რაღაც განსხვავებული. ყოველთვის მზად ვართ, რომ ობიექტურად მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს ინფორმაცია. ამიტომ, ძალიან რბილად ვიტყვი ერთ რამეს, რომ ალბათ ბევრად უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ, ბევრად უფრო ღირსეული შეფასებები უნდა გავაკეთოთ, როცა ადამიანები მუშაობენ. არავის არ ვეხები, ყველას აქვს შეფასების უფლება. რა თქმა უნდა, ეს უფლება თავისუფლებაა, მაგრამ უფრო ღირსეულად მოვიქცეთ მეგობრებო“, – აღნიშნა ჭკუასელმა.