მიხეილ ჩხენკელმა HorizonEurope-ის საინფორმაციო დღის ონლაინ ღონისძიება გახსნა
მიხეილ ჩხენკელმა HorizonEurope-ის საინფორმაციო დღის ონლაინ ღონისძიება გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა HorizonEurope-ის საინფორმაციო დღის ონლაინ ღონისძიება გახსნა, სადაც ევროკომისიის ექსპერტებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმაპროგრამის ზოგად სტრუქტურაზე, დაფინანსების სქემებსა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და ევროკომისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, საქართველოში განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი მხარდაჭერისა და ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის მრავალი შესაძლებლობის შექმნისთვის. მინისტრმა HorizonEurope-ის პროგრამასთან საქართველოს ასოცირების შესახებ ისაუბრა, რაც, მისი თქმით,მნიშვნელოვანი გრძელვადიანი შედეგისა და საქართველოს ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრაციის მომტანი იქნება.

„COVID-19 პანდემიის ფონზე უფრო მეტად წარმოჩინდა მეცნიერებისა და კვლევების როლი.სწორედახალ ცოდნაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს გამოწვევების დაძლევა და მდგრადი განვითარება. ჩვენი ძალისხმევა მიმართულიაიმისკენ, რომ საქართველო მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერების მოღვაწეობის მთავარ ადგილად იქცეს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ასოცირება ევროკავშირის ჩარჩო პროგრამასთანარის საფუძველი ჩვენს ქვეყანაში ხარისხიანი სამეცნიერო კვლევების შესაქმნელად. HorizonEurope უნიკალურ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს აკადემიური საზოგადოებისთვის. ქართველი მეცნიერები შეძლებენ ითანამშრომლონ ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან, შეიმუშაონ ახალი სამეცნიერო იდეები,მიიღონ უმაღლესი ევროპული გამოცდილება და უმასპინძლონ გამორჩეულ უცხოელ მეცნიერებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შეაფასა საქართველოს ასოცირება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების მე-8 ჩარჩო პროგრამასთან (Horizon 2020) და აღნიშნა, რომ ამ უდიდესმა პროგრამამ2016 წლიდან საშუალება მისცა ქართველ მეცნიერებს, გაეუმჯობესებინათ კვლევითი შესაძლებლობები, გაეზარდათ სამეცნიერო კვლევის ხარისხი და დაენერგათ ინოვაციური, თანამშრომლობითი და სამეწარმეო კულტურა საქართველოში.

HorizonEurope-ის საინფორმაციო დღის ონლაინ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა გენერალური დირექტორის მოადგილე (კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატი, ევროკომისია) ზაინ რაცო. ევროკომისიის ექსპერტებმა მანფრედ სპისბერგერმა და ჯორჯ ბონასმა HorizonEurope-ის პროგრამის შესახებ საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაციები წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ამჟამად გადის ასოცირების პროცედურებს HorizonEurope-ის ჩარჩო პროგრამისთვის.ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ყველა აქტივობა ქართველი მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომია, ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წინა ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ასოცირებულ ქვეყანას წარმოადგენს.