მიხეილ ჩხენკელი - არდადეგების გამოცხადება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სკოლებში დეზინფექცია ჩატარდეს
მიხეილ ჩხენკელი - არდადეგების გამოცხადება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სკოლებში დეზინფექცია ჩატარდეს

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების გამოცხადება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სასწავლო დაწესებულებებში, პროფილაქტიკის მიზნით, ჩატარდეს სრული დეზინფექცია, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა მიიღეს გადაწყვეტილება რომ საგაზაფხულო არდადეგები სკოლაში ორი კვირა გაგრძელდეს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დეზინფექციის ჩატარების. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და გაგრძელდება 16 მარტამდე. შესაბამისად, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში. ეს მოგვცემს საკმარის დროს, რათა სკოლებში ჩატარდეს სრული დეზინფექცია პროფილაქტიკის მიზნით. არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. მჭიდროდ ვთანამშორმლობთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და საქართველოს მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.