მიხეილ ჩხენკელი - ყველა მასწავლებელი აცრილიც რომ იყოს, თუ სკოლა მდებარეობს ისეთ უბანში, ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, ვირუსის შეღწევის საშიშროება კვლავ მაღალი იქნება
მიხეილ ჩხენკელი - ყველა მასწავლებელი აცრილიც რომ იყოს, თუ სკოლა მდებარეობს ისეთ უბანში, ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, ვირუსის შეღწევის საშიშროება კვლავ მაღალი იქნება

სკოლაში მასწავლებლების ასივე პროცენტი რომ იყოს აცრილი, თუ ის სკოლა მდებარეობს გარემოში, უბანში, ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, საშიშროება რომ ვირუსი შევიდეს, არის კვლავ მაღალი, 4 პროცენტი არის ის კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ დავეყრდნობით, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ბოლო თვის განმავლობაში მასწავლებლების ვაქცინაციის მკვეთრი ზრდაა.

„პედაგოგების ვაქცინაცია ცხრიდან 46 პროცენტზე ერთ თვეში გაიზარდა და ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, სკოლაში 100%-ვე რომ იყოს აცრილი მასწავლებლების, თუ სკოლა მდებარეობს იმ გარემოში, უბანში, ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, იქ რასაკვირველია, საშიშროება რომ ვირუსი შევიდეს, არის კვლავ მაღალი. შესაბამისად, 4%-იანი კრიტერიუმი არის ის, რომელსაც ჩვენ დავეყრდნობით 4 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.