მიხეილ ჩხენკელი როსტომ ჩხეიძეს - თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ, წელს ჩვენ საქართველოს ისტორია დამოუკიდებელ საგანად დავაბრუნეთ პროგრამაში
მიხეილ ჩხენკელი როსტომ ჩხეიძეს - თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ, წელს ჩვენ საქართველოს ისტორია დამოუკიდებელ საგანად დავაბრუნეთ პროგრამაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტშიერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დეპუტატის, როსტომ ჩხეიძის მიერ სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გაუქმდა, წელს კი, დამოუკიდებელ საგნად დაბრუნდა.

„მსურს, გამოვეხმაურო ერთ-ერთ საკითხს, რომელიც ბატონმა როსტომმა დასვა სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით. მე საერთოდ მაინტერესებს, როგორ სვამთ ამ კითხვას, როდესაც თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ და ჩვენ წელს, სექტემბერში აღვადგინეთ სამართლიანობა და საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, დავაბრუნეთ სასკოლო პროგრამაში, თავისი სახელმძღვანელოთი.

ეს მინდოდა ხაზგასმით აღმენიშნა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ამ სასწავლო წელს დაბრუნდა საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი სკოლებში.

საამაყო ამბავია, რომ ჩვენი მოსწავლეები დღეს საქართველოს ისტორიას დამოუკიდებელ საგნად შესაბამისი, ღირსეული სახელმძღვანელოთი შეისწავლიან, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს ჩვენმა საუკეთესო ისტორიკოსებმა და სპეციალისტებმა‘‘, – განაცხადა ჩხენკელმა.