მიხეილ ჩხენკელი - „ქართული ოცნებისთვის" მთავარია თითოეულ მოქალაქეზე, საქართველოს მომავალზე, ახალგაზრდებსა და განათლებულ თაობაზე ზრუნვა
მიხეილ ჩხენკელი - „ქართული ოცნებისთვის" მთავარია თითოეულ მოქალაქეზე, საქართველოს მომავალზე, ახალგაზრდებსა და განათლებულ თაობაზე ზრუნვა

„აქ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს მაჟორიტარ კანდიდატებად წარვადგინეთ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ღირსეული ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და უანგარო შრომას გააგრძელებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნება” არის ის გუნდი, ის პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც მთავარია თითოეულ მოქალაქეზე, კონკრეტულ ადამიანზე, საქართველოს მომავალზე, ახალგაზრდებსა და განათლებულ თაობაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ყველანი ერთად, მთელი გუნდი გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის” ,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

დატოვე კომენტარი