მიხეილ ჩხენკელი ივანე კიღურაძეს დაბადების დღეს ულოცავს
მიხეილ ჩხენკელი ივანე კიღურაძეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს ივანე კიღურაძეს 86 წლის იუბილეს ულოცავს.

„ბატონო ივანე, მთელი გულით გილოცავთ 86 წლის იუბილეს! ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რომელიც თქვენი ღირსეული მოღვაწეობით მეცნიერების განვითარებაში შეგაქვთ. თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს დიფერენციალური განტოლებებისა და სასაზღვრო ამოცანების კვლევის მიმართულებით მრავალი ღირებული ნაშრომი მოგვეპოვება, რომელზეც, მჯერა, სასახელო მეცნიერთა კიდევ არაერთი თაობა აღიზრდება. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო თქვენი როლი ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის განვითარების საქმეში. ინსტიტუტის დირექტორობის პერიოდში თქვენ მართლაც უდიდესი შრომა გასწიეთ. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს მიხეილ ჩხენკელი.