მიხეილ ჩხენკელი - ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია
მიხეილ ჩხენკელი - ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია

ქართველოლოგიის პროგრამა ფუნქციონირებას იწყებს 2022 წლის თებერვალში და გაიხსნება პირველი ლექციით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად.

„ძალიან დიდი გამოხმაურება და პოზიტივია, როგორც საქართველოში, ასევე ჰარვარდში. ეს ძალიან საამაყოა ყველა ჩვენგანისთვის. რაც შეეხება პირველ ლექციას, ამ პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საქართველოს დღევანდელობა, საქართველის პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკური განვითარება და რასაკვირველია, ამ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის საუკეთესო სპიკერი.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად. ეს, რასაკვირველია, ძალიან პრესტიჟული სკოლაა და უაღრესად საინტერესო ლექცია იქნება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დატოვე კომენტარი