მიხეილ ჩხენკელი - ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღისა და ფორმატის ცვლილება არ განიხილება
მიხეილ ჩხენკელი - ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღისა და ფორმატის ცვლილება არ განიხილება

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღისა და ფორმატის ცვლილება არ განიხილება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ივნისის თვეში უკვე კონკრეტულად დასახელდება გამოცდების თარიღი.

„ამჟამად ორიენტაცია გვაქვს ივლისზე, როგორც ეს იყო წინა წლებში, ერთადერთი შესაძლო ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, არის აგვისტოსკენს გადატანა და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კონკრეტული ეპიდსიტუაცია. დეტალებთან დაკავშირებით იქნება სპეციალური ბრიფინგი, რომელიც შედგება ივნისში და კონკრეტული თარიღები ეროვნული გამოცდებისა გაცხადდება“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

დატოვე კომენტარი