მიხეილ ჩხენკელი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადეების საწარმოში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან
მიხეილ ჩხენკელი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადეების საწარმოში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან

როდესაც სახელმწიფო, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და კერძო სექტორი მჭიდროდ თანამშრომლობენ , ეს, რასაკვირველია, სასიკეთოდ ადგება ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე, ჩინეთის საელჩოსა და „თიბისი ბანკის“  წარმომადგენლები დღეს პირბადეების საწარმოს გახსნას დაესწრნენ. საქართველოში უმაღლესი ხარისხის  სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ პროდუქციის -Faceguard გამოშვებას იწყებს.

პირბადეების საწარმო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის  ტერიტორიაზე  განლაგდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში დასაქმდებიან ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კოორდინირებული მუშაობის, როდესაც სახელმწიფო, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და კერძო სექტორი მჭიდროდ თანამშრომლობენ და ეს რასაკვირველია, სასიკეთოდ ადგება ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სამინისტროს ინფორმაციით, „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების საწარმოა საქართველოში, რომელიც თანამედროვე, სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ ორ საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეების ე.წ Melt Blown უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99 პროცენტიან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია Faceguard განკუთვნილია ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის.

„ნიუ ტექნოლოჯ იმპექსში“ ორი საწარმოო ხაზი უკვე დამონტაჟებულია, იწყება პირველი პროდუქციის – Faceguard წარმოება. „ნიუ ტექნოლოჯ იმპექსში“ პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.