მიხეილ ჩხენკელი - ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები, პროფესორები ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ
მიხეილ ჩხენკელი - ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები, პროფესორები ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ

დისტანციური სწავლების დანერგვით მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აკადემიური წელი არ იქნება, შესაბამისად, სემესტრი შედგა, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პროცესში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მასწავლებლებსა და პედაგოგებს.

„დისტანციური სწავლების დანერგვით მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აკადემიური წელი არ იქნება, შესაბამისად, სემესტრი შედგა, მოსწავლეები გადავლენ შემდგომ კლასებში, სტუდენტები გადავლენ შემდგომ კურსებზე. ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დიდი დამსახურება. აქ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  პედაგოგებს, პროფესორებს, იმ ნამდვილი გმირობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს. ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები, ჩვენი პროფესორები, ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ და ის დიდი რუდუნება, დიდი შრომა, ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა, ჭეშმარიტად წარმოადგენდა მათი მხრიდან დიდ გმირობას, რადგანაც, ფაქტობრივად, ნულიდან მოხდა დისტანციური სწავლების ჩამოყალიბება საქართველოში. ეს მათი დამსახურებაა, რომ წარმატებით გაგრძელდა ეს პროცესი. ამ პროცესს  საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება აქვს, როგორც ჩვენთან საქართველოში, უაღრესად დიდი პოზიცია დისტანციურ სწავლებაზე, ასევე უცხოელი კოლეგებისგან, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან უაღრესად პოზიტიური შეფასებები დაიმსახურეს ჩვენმა ღონისძიებებმა.

რამდენიმე კვირის წინ „ოისიდიმ“ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც საქართველოს „კოვიდ-19“-ის შექმნილი გამოწვევების დაძლევის კუთხით ჩვენს სისტემაში განხორციელებული ღონისძიებები მაღალ შეფასებას იმსახურებს. ასევე მაღალი შეფასება დაიმსახურა ჩვენმა ღონისძიებებმა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებისგან“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.