მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრი უნიკალურია, აქ იმუშავებს ორი ციკლოტრონი, რომელიც უკვე მზად არის, ცენტრი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს
მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრი უნიკალურია, აქ იმუშავებს ორი ციკლოტრონი, რომელიც უკვე მზად არის, ცენტრი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

ჩვენი ადრონული თერაპიის ცენტრი ჭეშმარიტად უნიკალურია. აქ იფუნქციონირებს ორი ციკლოტრონი, რომელიც უკვე მზად არის, მიმდინარეობს ტესტირების ბოლო ფაზა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ორი ციკლოტრონი ჩვენს ცენტრს უნიკალურს ხდის, რადგან ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, – ამის შესახებ განათლების და მეცნირების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ადრონული თერაპიის ცენტრი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

„ეს არის სიმსივნის მკურნალობის წინა ხაზი. ადრონული თერაპიის დროს ნადგურდება მხოლოდ სიმსივნით დაავადებული უჯრედები და ჯანსაღი არა. სწორედ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ადრონული თერაპიის ცენტრი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. მეორე ციკლოტრონი დაეთმობა სამეცნიერო პროცესს და როდესაც მხვდა ბედნიერება „ქართული ფონდის“ წარმომადგენლებთან ერთად შევხვედროდი ამის შესახებ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ აქ ქართველ მკვლევრებთან ერთად აწარმოონ მაღალი დონის კვლევები. ადრონული თერაპიის ცენტრი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აღიზრდება ქართველ მეცნიერთა ის მომავალი თაობა, რომელიც აქტიურად იმუშავებს ადრონული თერაპიის ცენტრში“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სადოქტორო პროგრამა იწყება ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.

„ასევე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიწყებთ პირველ სადოქტორო პროგრამას, ეს არის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ბირთვულ ფიზიკაში, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან ერთად“, – განაცხადა ჩხენკელმა.

დატოვე კომენტარი