მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებში საქართველოს შესახებ 100 ფილმი მომზადდება
მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებში საქართველოს შესახებ 100 ფილმი მომზადდება

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებში საქართველოს შესახებ 100 ფილმი მომზადდება.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ეროვნულ მუზეუმს და პირველ არხს. პირველად იწყება პროექტი, რომელიც განსაკუთრებით იქნება საინტერესო ჩვენი მოსწავლეებისთვის და, რომელიც მოიცავს 100 ისტორიას საქართველოს შესახებ, რომელიც ალბათ ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს. ეს არის მოკლე ფილმები საქართველოს ისტორიის შესახებ, სადაც მოცემულია საქართველო როგორც ღვინის ქვეყანა, ქართული ანბანი, აღმაშენებლის ანდერძი, თამარ მეფის ორდენი. 100 ძირითადი თემა, რითაც ჩვენ ყველა ქართველი ვამაყობთ, ჩვენი ისტორიით, კულტურით, ეს არის ჩვენი ისტორიიდან დღევანდელობამდე მოტანილი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ”, – აღნიშნა მინისტრმა.

ბატიაშვილის თქმით, უკვე მზადაა 20 ფილმი, წლის ბოლომდე კი 100 ფილმი იქნება მზად.

„გარდა იმისა, რომ ფილმი საქართველოს პირველ არხზე გავა, მას ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ, რათა მოხდეს ინტეგრაცია სკოლებში, კულტურულ ნაწილში”, – განაცხადა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი