მიხეილ ბატიაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჭიდაობის ფედერაციის პრობლემები გადაიჭრას და სპორტსმენებმა ტურნირებისთვის მომზადება შეძლონ 
მიხეილ ბატიაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჭიდაობის ფედერაციის პრობლემები გადაიჭრას და სპორტსმენებმა ტურნირებისთვის მომზადება შეძლონ 

ყველა მხარე, ვისაც სპორტის განვითარება გვაინტერესებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჭიდაობის ფედერაციის პრობლემები სწრაფად გადაიჭრას და სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებისთვის მომზადება მშვიდ გარემოში შეძლონ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში უნდა დასრულდეს.

“ძალიან გული გვწყდება, რომ ასეთი ფაქტები ხდება. ძალიან სამწუხაროა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს ქართულ სპორტს მართლაც უნიკალური შედეგები ჰქონდა. რაც გასულ წელს ჰქონდა ქართულ სპორტს ამდენი წარმატება არ ჰქონია. წლევანდელი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ისეთი საერთაშორისო ტურნირები იწყება, რომელიც ჩვენი სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანია. ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი სპორტული, მშვიდი გარემოა, სადაც სპორტსმენები წვრთნების ჩატარებასა და საერთაშორისო ტურნირებისთვის მომზადებას მშვიდად შეძლებენ. ჩვენ პირველ რიგში გამოძიების დასრულებას დაველოდებით, რომელიც დაწყებულია. ყველა მხარე, ვისაც სპორტის განვითარება გვაინტერესებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას და სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებისთვის მომზადება მშვიდ გარემოში შეძლონ“, – განაცხადა მინისტრმა.