მიხეილ ბატიაშვილი - უსინათლოთა სკოლის დროული რეაბილიტაციისთვის თანხა უახლოეს მომავალში გამოიყოფა
მიხეილ ბატიაშვილი - უსინათლოთა სკოლის დროული რეაბილიტაციისთვის თანხა უახლოეს მომავალში გამოიყოფა

განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლას ეწვია.

მინისტრი სკოლაში არსებულ სიტუაციას და საგანმანათლებლო პროცესს გაეცნო.

მიხეილ ბატიაშვილს სკოლის ადმინისტრაციამ ის პრობლემები გააცნო, რაც დროულად გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის არის დანგრეული იატაკი, დაზიანებული კედლები და ავარიული ჭერი.

მინისტრის თქმით, უსინათლოთა სკოლას დროული რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს და ამისთვის ბიუჯეტიდან თანხა უახლოეს მომავალში გამოიყოფა.

მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული უსინათლოთა სკოლა ამ დროისთვის ავარიულ მდგომარეობაშია და  რეაბილიტაციას ექვემდებარება.