მიხეილ ბატიაშვილი - თუ გვინდა, მივიღოთ მაღალი ხარისხის განათლება, ეს წარმოუდგენელია მაღალი ხარისხის მეცნიერების გარეშე
მიხეილ ბატიაშვილი - თუ გვინდა, მივიღოთ მაღალი ხარისხის განათლება, ეს წარმოუდგენელია მაღალი ხარისხის მეცნიერების გარეშე

ჩვენ თუ გვინდა მივიღოთ მაღალი ხარისხის განათლება, ეს წარმოუდგენელია მაღალი ხარისხის მეცნიერების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც მამუკა ბატიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა იზრუნებს, რომ უახლოეს პერიოდში დაინერგოს სწავლების ევროპული სტანდარტი.

„ხარისხის მხრივ უნდა ავირჩიოთ ევროპული სტანდარტი. მნიშვნელოვანი იქნება ის დაფინანსება, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს არაეფექტურია და რომლის მექანიზმები შეიცვლება რეალურად, არ იქნება მიბმული დღევანდელ სისტემაზე და რომელსაც სექტემბერში წარმოვადგენთ. ამაში მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც ჩართულები არიან, ერთობლივი მუშაობა მიდის და სექტემბრის თვეში იქნება წარმოდგენილი კონკრეტულად. მნიშვნელოვანი ფაქტორია, განათლების ინტერნაციონალიზაცია და ჩვენ თუ გვინდა, მივაღწიოთ მაღალი ხარისხის განათლებას, არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ქართული საგანმანათლებლო სივრცე მაქსიმალურად ინტეგრირებული იყოს საერთაშორისო სივრცეში. ამაში იგულისხმება როგორც ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ჩვენი მეცნიერების განვითარება. ჩვენ თუ გვინდა, მივიღოთ მაღალი ხარისხის განათლება, ეს წარმოუდგენელია მაღალი ხარისხის მეცნიერების გარეშე. ვფიქრობ, ამ ორი მიმართულების პარალელურად განვითარება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამის გარეშე მივიღოთ მაღალი ხარისხის განათლება, შეუძლებელია”, – განაცხადა ბატიაშვილმა.