მიხეილ ბატიაშვილი - სასკოლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500 ლარიდან დაიწყება
მიხეილ ბატიაშვილი - სასკოლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500 ლარიდან დაიწყება

სასკოლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500 ლარიდან დაიწყება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო მუშაობის მასწავლებელთა კვალიფიკაციის მოდელზე ანაზღაურების საკითხთან ერთად. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, შესაბამის გეგმას აპრილში წარადგენენ.

„ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციითა და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც 2019 წლიდან დაიწყება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1 500 ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ, როგორ მოხდება, რა რაოდენობა იქნება და პროექტის განხორციელება ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.