მიხეილ ბატიაშვილი - საქართველო გახდა ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, სადაც „ევროპიან აკადემიის“ ოფისი გაიხსნება
მიხეილ ბატიაშვილი - საქართველო გახდა ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, სადაც „ევროპიან აკადემიის“ ოფისი გაიხსნება

საქართველო გახდა ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, სადაც „ევროპიან აკადემიის“ ოფისი გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპიან აკადემია“ ეს არის ევროკავშირის ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების გაერთიანება და რამდენიმე კვირის წინ მან მიიღო სწორედ გადაწყვეტილება, რომ საქართველო იქნება პირველი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, სადაც გაიხსნება მისი ოფისი. ეს არის მართლაც მომავალი წლებისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.

ეს კონკრეტულად ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტობრივად გავხდით ევროპული სამეცნიერო სივრცის ნაწილი. ეს ნიშნავს მეტ კავშირს ევროპულ სამეცნიერო წრეებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში, იმ რუსერსების გამოყენებას, რომელიც ევროპაში არსებობს ამ მიმართულებით.

ახლა მთავარია ჩვენი სამეცნიერო წრეების მეტი ჩართულობა, რადგან გაცილებით მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდა, ევროკავშირის მასშტაბით მეტ სამეცნიერო წრეებთან ვიყოთ კავშირზე. ახლა მთავარია, მეტი სამეცნიერო პროექტები განვახორციელოთ ერთად. ეს ოფისი დაეხმარება ჩვენ მეცნიერებს ერთობლივი პროექტები განახორციელონ“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.