მიხეილ ბატიაშვილი - სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ხარვეზები ჩანს
მიხეილ ბატიაშვილი - სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ხარვეზები ჩანს

გრიფირების პროცესში ჩანს ხარვეზები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გრიფირების ეტაპი დასრულდა და მოსწავლეები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.

„ახლა დასრულდა გრიფირების ეტაპი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა და სექტემბრიდან ჩვენს I-VI კლასის მოსწავლეებს ექნებათ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები. თუმცა, აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩანს ხარვეზები და დღესაც რჩება, რისი შესწავლაც მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში ბოლოს სახელმძღვანელოები 2011 წელს შეიცვალა. ისინი 2016-2017 სასწავლო წლისთვის უნდა განახლებულიყო, თუმცა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელობამ პროცესი 2018-2019 სასწავლო წლისთვის გადადო. გრიფირების შედეგები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.